შეფასების სისტემა

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

1. შინაარსი

აქვს თუ არა ავტორს ცხადად გამოკვეთილი მიზანი ან თეზისი?

არის  თუ არა სტატიაში წარმოდგენილი მტკიცებულებები ორიგინალური? რამდენად მნიშვნელოვანია ისინი?

2. ანალიზის სიღრმე და კვლევის ხარისხი

 არის თუ არა ყველა აზრი ბოლომდე განვითარებული?

 შესწავლილია თუ არა საკითხი თანამიმდევრულად და სიღრმისეულად?

არის თუ არა წარმოდგენილი ავტორისეული პოზიცია ნათლად და დამაჯერებლად?

ემყარება თუ არა ავტორის მსჯელობა შესაბამის ინფორმაციას?

3. გამოყენებული ლიტერატურა / თვალსაჩინოება

გამოყენებულია თუ არა რელევანტური სამეცნიერო ლიტერატურა?

ეფუძნება თუ არა სტატია სანდო წყაროებს?

გამოიყენება თუ არა პირველადი წყაროები? გამოყენებულია თუ არა დამოწმებული ლიტერატურა წარმოდგენილ მტკიცებულებათა გასავითარებლად და გასამყარებლად?

არის თუ არა გამოყენებული ციტირებები სწორად დამოწმებული?

4. სტრუქტურა

შეესაბამება თუ არა სტატიის სტრუქტურა კვლევის მიზნებსა და ამოცანებს? ხომ არ  არის საჭირო ამ თვალსაზრისით  მისი ცალკეული მონაკვეთების შეცვლა ან გაუმჯობესება?

ეთმობა თუ არა მეტი ყურადღება მნიშვნელოვან საკითხს და ნაკლები - შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან დეტალებს?

არის თუ არა თითოეული საკითხი სრულად შესწავლილი?

არის თუ არა საკვლევი თემის ერთი საკითხიდან მეორეზე გადასვლა ბუნებრივი და დასაბუთებული?

5. შედეგები

არის თუ არა კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი, ახალი და სანდო?

არის თუ არა შედეგები ლოგიკური?

6. საბოლოო დასკვნა

(დაიბეჭდოს ამ სახით / დაიბეჭდოს შესწორებების შემდეგ / არ დაიბეჭდოს)