ლოგოსი - წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი.  

განახლებული, ბეჭდური და ელექტრონული, რეცენზირებადი  გამოცემა.

 

ჟურნალის თემატიკა

- პუბლიკაციები ელინოლოგიისა და ლათინისტიკის სფეროში

ჟურნალის ძირითადი კონცეფცია

-  ელინოლოგიისა და ლათინისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

 

ჟურნალის მიზნები:

1. ორიგინალური  სამეცნიერო სტატიების, რეცენზიების, თარგმანების პირველად გამოქვეყნება;

ჟურნალის სხვადასხვა რუბრიკაში ქვეყნდება: ელინოლოგიისა და ლათინისტიკის სფეროში ახალი და ორიგინალური სამეცნიერო გამოკვლევები (სტატიები), წიგნების რეცენზიები (რეცენზიები), უცხოურ ენაზე გამოცემული სამეცნიერო ნაშრომები და მხატვრული ნაწარმოებების თარგმანები (თარგმანები).

2.  სამეცნიერო სიახლეთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

ცალკე რუბრიკა (Varia) ეძღვნება ელინოლოგიისა და ლათინისტიკის სფეროში განხორციელებული თუ მიმდინარე სამეცნიერო პროექტების, ჩატარებული ღონისძიებების და ღირშესანიშნავი მოვლენების  შესახებ ინფორმაციას და სხვ.

3. მაღალი სამეცნიერო ღირებულებისა და სანდოობის მქონე მასალების რეგულარული გამოქვეყნება;

ჟურნალი რეცენზირებადია, გამოდის ბეჭდურად და ელექტრონულად, რეგულარულად - წელიწადში ერთხელ,  ქართულ ენაზე (რეზიუმე ინგლისურად) დასაბეჭდად გადმოცემული სათანადოდ გაფორმებული  მასალა (იხ. გაფორმების წესი) ქვეყნდება 2 დამოუკიდებელი ექსპერტის დადებითი დასკვნის შემდეგ (იხ. შეფასების კრიტერიუმები).

4. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების  ხელმისაწვდომობა;

ჟურნალი ატვირთულია ვებ-გვერდზე, რომელიც განთავსებულია ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-პორტალზე და ინტერნეტის მეშვეობით ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.